
ამერიკული საერთაშორისო სკოლა- კოლეჯ „პროგრესში“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეებს მათი დღე ანიმატორებმა მიულოცეს. ზღაპრებისა და ანიმაციური ფილმების გმირების სტუმრობამ მოსწავლეები ძალიან გაახალისა.
„დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! 1 ივნისი 1950 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მისი მიზანია საზოგადოებას შეახსენოს ახალ თაობაზე ზრუნვა. ზრუნვა - მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ჩვენი სკოლა - ვიზრუნოთ ბავშვებზე და შევქმნათ დემოკრატიული გარემო, რათა აღვზარდოთ პროგრესულად მოაზროვნე ახალი თაობა.
ჩვენს პატარებს კი ასე მივულოცეთ დღევანდელი დღე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.