
ზესტაფონის N1 სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ.
სკოლასთან არსებული ცეკვის სტუდია „მამულის“ აღსაზრდელებმა კი ვიდეორგოლი ჩაწერეს და თანატოლებს მათი დღე ასე მიულოცეს.
„სიხარულისა და ბედნიერების ფოიერვერკი მოაწყვეს ჩვენმა მოსწავლეებმა და ასე მიულოცეს ერთმანეთს ბავშვთა დაცვის დღე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები