
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და მასწავლებლებთან ერთად ისაუბრეს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ვიდეო: