ახალაბასთუმნის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
01-06-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექტორი ნინო ცხადაია, დამრიგებელი ნანა ჩუხუა და მეთორმეტაკლასელების ყოფილი დამრიგებელი მზია თორდია, რომელსაც ასევე დიდი ამაგი აქვს მოსწავლეებზე კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას ულოცავენ. 

მოსწავლეებს განსაკუთრებულად გამოემშვიდობა და ემოციური წერილი მიუძღვნა დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ხათუნა ჭურღულიამ.

„გილოცავთ, ჩემო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, სკოლის დამთავრებას! დაირეკა თქვენთვის ბოლო ზარი, ჩავატარეთ ბოლო გაკვეთილი. უკან დარჩა ბავშვობის ლამაზი წლები. დღეიდან ცხოვრების ახალ, რთულ და საინტერესო ეტაპს ეჭიდებით. მჯერა, რომ ყველა სირთულეს, გამოწვევას გაუმკლავდებით! იქნებით წარმატებულები და ღირსეული ადამიანები!
თქვენი სითბო და სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გამითბობს გულს! გეხვევით და გეფერებით თქვენი პირველი მასწავლებელი!
გზას დაგილოცავთ ახალი ცხოვრებისაკენ!
მიყვარხართ!!!“,- აღნიშნულია პედაგოგის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203