ღების საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პროექტებში
01-06-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პროექტებში.
„eTwinning-ის საერთაშორისო პროექტ „ტოლერანტობის“ ფარგლებში შეიქმნა ბლოგი, რომელზედაც განთავსებულია პროექტში განხორციელებული აქტივობები, ქართველი და უცხოელი მასწავლებლების მიერ მომზადებული ნამუშევრები პროექტის გეგმაში გაწერილი აქტივობებიდან გამომდინარე.
ბლოგის ავტორი - პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - თამარ სამსონიძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია