ბათუმის N3 საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
01-06-2021
ბათუმის N3 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს, მათმა აღზრდილებმა კი მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.