„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - ქვედა საზანოს N2 სკოლაში ბუნებისმეტყველებასა და ისტ-ში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
01-06-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
„მეოთხე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ისტ-ში თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ რას ნიშნავდა ჯანსაღი ცხოვრების წესი. მათ წარმოადგინეს ნახატები ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე, შექმნეს სწორი კვების პირამიდა, წამოადგინეს გამოკითხვის შედეგები ოჯახის წევრებსა და მეზობლებს შორის ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ინფორმაცია და წარმოადგინეს პრეზენტაცია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია