ბოძაურის საჯარო სკოლიდან პირველი და მე-12 კლასის მოსწავლეები გააცილეს
01-06-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლიდან პირველი და მე-12 კლასის მოსწავლეები გააცილეს.
2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს პირველმა და მე-12 კლასის მოსწავლეებმა. სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს, პირველი კლასის მოსწავლეებს კი მომავალ სასწავლო წლამდე ემშვიდობება.