ფშაველის საჯარო სკოლის ლალისყურის სასწავლო კორპუსის მეოთხეკლასელებმა ბავშვთა დაცვის დღეს ნახატები მიუძღვნეს
01-06-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის სოფელ ლალისყურში მდებარე სასწავლო კორპუსის, მე-4 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების - „მე და საზოგადოების“ საგნის სწავლების ფარგლებში, მოისმინეს მასწავლებლის საუბარი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ და შექმნეს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საკუთარი წარმოსახვითი ნახატები.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ყველა თანატოლსა და ბავშვს, მიულოცონ ბავშვთა დაცვის დღე და ისურვეს, მთელ პლანეტაზე ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი, გახარებული და გაღიმებული“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია