დმანისის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქტივობები გაიმართა
01-06-2021
დმანისის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში მოხატეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც. სკოლის ადმინისტრაცია ყველა ბავშვს ულოცავს მათ დღეს და ბედნიერ მომავალს უსურვებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია