ბუშეტის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა ლამაზი ღონისძიებით დაამთავრეს
01-06-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ლამაზი ღონიძიება ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა და სკოლასთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოაწყეს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები წარმატებებს უსურვებენ მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.