ჭყვიშის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართული ზღაპრების გმირები „გააცოცხლეს“
01-06-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას უდიდეს ყურადღებას აქცევენ.
„სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართული ზღაპრების გმირები გააცოცხლეს. საინტერესოდ მოირგეს ზღაპრის გმირების როლები და როლის შესატყვისი ქმედებები საკუთარი ინტერპრეტაციით გაითამაშეს.მოსწავლეები დიდი ინტერესით და ხალისით იყვნენ ჩართული აღნიშნულ აქტივობაში, თავადვე შექმნეს საკუთარი გმირების ნიღბები. აქტივობა ქართული ენის პედაგოგის ირინა სილაგაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს