ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ კურსდამთავრებული, 2018-2019 წლის „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ ლუკა გოგმაჩაძე ფულადი პრემიით და დიპლომით დაჯილდოვდა
01-06-2021
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიამ“ მეთომეტეკლასელი ლუკა გოგმაჩაძე სკოლიდან გააცილა.
როგორც „ეტალონის პედაგოგი“ მაია კუცია გვეუბნება, 28 მაისს კოლხური კულტურის მუზეუმში 2020/2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.
„აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ნელი გეგეშიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მიერ ფულადი პრემიით და დიპლომით დაჯილდოვდა ჩვენი გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებული, 2018-2019 სასწავლო წლის „ფოთის ეტალონის მოსწავლე“ ლუკა გოგმაჩაძე“, - აღნიშნა პედაგოგმა მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია