ბობოყვათის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
01-06-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საგანგებოდ აღინიშნა.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელდა პროექტი - „ტოლერანტობა - რელიგიური დისკრიმინაციის გადაჭრის გზა“, რომელიც 1 ივნისს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩინეს მათი პროექტი, კერძოდ: ჩატარდა ესეებისა და ნახატების კონკურსი. მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203