წყრუთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
01-06-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა მოხატეს ეზო, გაეცნენ ბავშთა უფლებათა კონვენციას, გაიგეს კიდევ ერთხელ მათი უფლებები და მოვალეობები. თქვეს ლექსები და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203