აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული აქტივობით აღნიშნეს
01-06-2021
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში არ ჩაუვლია ჩვეული აქტივობის გარეშე. ამჯერად, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული ცხოვრების წახალისება გახდა მიზანი.
„ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა „დინამო სოხუმის“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. სწორედ ამ აკადემიის პატარა ფეხბურთელმა გოგონება ამხანაგური შეხვედრა მოუწყეს ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონებს. შეხვედრა მცირე უპირატესობით აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული აკადემიის გოგონებს ხვდათ წილად.
შეხვედრას ესწრებოდა: საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო სორდია, „დინამო სოხუმის“ დამფუძნებელი მამუკა ბატონი ბიძინაშვილი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი სოსო მალანია, „დინამო სოხუმის“ გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი, აფხაზეთი ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ვიტალი ბენდელიანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს