კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი ალიკა გუჩუა თბილისის კერძო სკოლა „პოლიგლოტის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა
21-12-2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ალიკა გუჩუამ თბილისის კერძო სკოლა „პოლიგლოტში“ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - „ტერორიზმი და საერთაშორისო უსაფრთხოება.“

მომხსენებელმა სკოლის მოსწავლეებთან ტერმინი განმარტა და პოლიტიკურ, ეთნორელიგიურ, საერთაშორისო და კიბერ ტერორიზმის სახეებზე ისაუბრა.

კსუ-ს დოქტორანტმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კლასიფიკაციაზე პოლიტიკური ანალიზის ფორმატში და სახელმწიფოს როლზე.

სალექციო ნაწილის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. კერძო სკოლის მოსწავლებმა თემის ირგვლივ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს მომხსენებელს. საჯარო ლექციას დამამთავრებელი კლასიის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის პედაგოგები და დირექციაც ესწრებოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203