ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება ეკოპროექტში და მისი ხელით შექმნილი რობოტი „ხვიჩა“
01-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია მცხეთის მუნიციპალიტეტის, ბიწმენდის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. იმავდროულად, ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ გარემოსდაცვით პროექეტებში და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ დავიცვათ საქართველოს სისუფთავე''.

ამ პროექტის ფარგლებში, ბიწმენდის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრმა, მეცხრე კლასის მოსწავლემ - გიორგი ბასარიამ, გეოგრაფიის მასწავლებლის, თინათინ ჟიჟიაშვილის ხელმძღვანელობით, საყოფაცხოვრებო  ნარჩენებისაგან შექმნა რობოტი „ხვიჩა'“ და ამ ნამუშევრით გამარჯვებაც მოიპოვა, რისტვისაც გიორგი ბასარიას სერტიფიკატი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203