ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
01-06-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს. 

„ბავშვთა დაცვის დღე ასე ლამაზად აღნიშნეს ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა (დამრიგებელი მირანდა კონცელიძე ). ბავშვებმა წარმოადგინეს ნანა მეტრეველის ლექსი, რომელიც პირველ ივნისისს ეძღვნება.

წაიკითხეს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ძირითადი მუხლები, იმღერეს და იცეკვეს მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად.ზეიმში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის  მესამეკურსელებმა და პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. უღრუბლო ცა და ბედნიერი, ლაღი ბავშვობა ვუსურვოთ მათ“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის ნატალია კეჭეხმაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203