კვათანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღია სივრცეში აღინიშნა
01-06-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კვათანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
დღევანდელმა დღემ მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებლად და აქტიურად ჩაიარა. მოსწავლეებმა არაერთ სასკოლო გასართობ და შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა - განვითარებისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია