დიდი პამაჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
01-06-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება. ბავშვებმა ფერადი ცარცებით მოხატეს ასფალტი, ცაში გაუშვეს ფერადი ბუშტები, იმღერეს, გამოთქვეს სურვილები. ღონისძიების ბოლოს ისინი დასაჩუქრდნენ სიმბოლური საჩუქრებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია