ახალსოფლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
01-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203