წინსვლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
01-06-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.
„ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი და მათშორის წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია, მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს