თბილისის N2 სკოლის მოსწავლეებმა პირველი კლასის წარმატებით დასრულება ღია ცის ქვეშ აღნიშნეს
01-06-2021
თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი კლასის წარმატებით დასრულება ღია ცის ქვეშ აღნიშნეს.
2020-2021 სასწავლო წელი გრანდიოზულად დაასრულეს პირველი კლასის მოსწავლეებმა. პანდემიის მიუხედავად სასწავლო წელი წარმატებული იყო თითოეული მოსწავლისთვის. მოსწავლეებმა სკოლის შეყვარებაც მოასწრეს და პირველი სასკოლო არდადეგებიც დაიწყეს.