„მე ციფრულ სამყაროში“ - მულახის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
01-06-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში.
„სოფელ მულახის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები პედაგოგ სალომე ფურცხვანიძე ხელმძღვანელობით 6 თვის განმავლობაში ჩართულები იყვნენ ფარის ინოვაციური ცენტრის პროექტში „მე ციფრულ სამყაროში“.
რობოკლუბის წევრებმა შეისწავლეს სხვადასხვა ვებ-ინსტრუმენტები, დაეუფლნენ მარტივი ანიმაციების შექმნის ტექნიკას, მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ სამეცნიერო პიკნიკში. პროექტის ბოლოს დასაჩუქრდნენ სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით.
მადლობას ვუხდით ფარის ინოვაციური ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ეკატერინე წულუკიძეს ინოვაციური პროექტის ინიცირებისა და ჩვენი მოსწავლეების წახალისებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია