ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდნენ
01-06-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის სკოლის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდნენ.
„28 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
სკოლის დირექტორისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნათია ფუტკარაძის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელთან, მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგთან - თემო სუყაშვილთან.
შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, თემო სუყაშვილმა პრეზენტაციის სახით გააცნო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ისტორია, მიზნები, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ელექტრონულ კონკურსში, განარჯვებულები დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით.
მოსწავლეებს დაურიგდათ სიმბოლოებიანი სტიკერები, ქუდები, ეიქები, საინფორმაციო ბუკლეტები, სპეციალური ლიტერატურა და ბუკლეტები გადაეცა სკოლის ბიბლიოთეკასაც. თემო სუყაშვილისა და სკოლის დირექტორის შეთანხმებით მომავალშიც არაერთხელ გაიმართება მსგავსი და საინტერესო ტრენინგები მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს