ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლე ვახტანგ მეფარიძემ შთამბეჭდავი პრეზენტაცია ჩაატარა
01-06-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო პოროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მრავალფეროვანი სასწავლო გარემო და მოსწავლეების მიერ კრეატიულად შესრულებული დავალებები არის ის რითაც სოფელ ძევრის საჯარო სკოლა ამაყობს.
„ლიზა დელ ჯოკონდო - ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული ყველაზე ცნობადი შედევრის შესახებ საინტერესო მოხსენება გააკეთა მეცხრე კლასის მოსწავლემ, ვახტანგ მეფარიძემ.
მოსწავლემ ნახატის ისტორიაზე ისაუბრა და ვრცლად მიაწოდა თავის თანაკლასელებს ნახატთან დაკავშირებული ყველა არსებული ისტორია. ღია სივრცეში წარმართული პრეზენტაცია კი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს