ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ღონისძიებებით აღნიშნეს
01-06-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მხიარულად აღნიშნეს. მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ მაია მეცხვარიშვილთან ერთად გაუშვეს ბუშტები და მოხატეს სკოლის ეზო. ხალისიანმა ღონისძიებამ მოსწავლეებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია