მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
01-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ტყიბულის მუნიციპალიტეტის, მუხურის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

მუხურის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, ბუხუტი კირკიტაძის ინიციატივით მოეწყო გამოფენა, სადაც სკოლის აღსაზრელებმა წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები გამოფინეს, აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მანახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„დიდი მადლობა ბუხუტი მასწავლებელს მრავალფეროვანი ღონისძიების მოწყობისათვის“, - არნიშნულია სკოლის მიეერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203