არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კონცერტი ჩაატარეს
01-06-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კონცერტი გამართეს.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ არეშფერანის საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათი დამრიგებლისა დავით ცერცვაძის და ხელოვნების მასწავლებლის შორენა მჭედლიძის მეშვეობით ჩაატარეს კონცერტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მისაძღვნელად. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და კარგად მოილხინეს. სკოლის დირექცია მადლობას უხდის დამრიგებელსა და პედაგოგს დღევანდელი დღის ასე გალამაზებისა და გაფერადებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია