დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მე-10 კლასში შემეცნებითი კონფერენცია ჩატარდა
01-06-2021

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მე-10 კლასში შემეცნებითი კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციის თემა იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერსონაჟთა მხატვრული სახის მათეული ანალიზი, სხვადასხვა მკვლევარის მოსაზრებები. საინტერესო სადისკუსიო თემები გაშალეს პოემის ავტორობის საკითხზე, ეპოქაზე, გეო-პოლიტიკურ მდგომარეობასა და  შემორჩენილ ხელნაწერებზე. კონფერენციის მეორე ნაწილში კომპლექსური დავალებების წარდგენა და პოემის თანამედროვეობაზე მორგება იყო მთავარი ამოცანა. დასკვნით ნაწილში კი - ვიქტორინის ფორმატში დამსწრე საზოგადოებამ პოემის ტექსტიდან ბლიც კითხვები დაუსვეს მოსწავლეებს. გაკვეთილს ესწრებოდა ბორჯომის საგანმანათლებო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი იზოლდა ლომიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203