„სუფთა სამყარო, სუფთა გარემო“ - მაჭატიის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
01-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში ინგლისურის ენის მაძიებელმა მასწავლებელმა, ანიჩკა ერემიანმა, მე-3 კლასის მოსწავლეებთან საინტერესო პროექტი განახორციელა.

პროექტის სახელწოდებაა - „სუფთა სამყარო, სუფთა გარემო“.

„მოგახსენებთ, რომ მაჭატიის საჯარო სკოლა სომხურენოვანია. აქ ენების შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევენ. ამიტომ, ხშირად ტარდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გამომუშავებოდათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომში გამოადგებათ, კერძოდ, დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან. საინტერესო და სახალისო აქტივობებით მდიდარი პროექტი დირექტორმა ქალბატონმა ანაიტ პარონიანმა და პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203