ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეთა კომპანია კონკურსის ფინალისტია
01-06-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეთა კომპანია კონკურსის - „საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“ ფინალშია. მოსწავლეთა კომპანია Bagic ეკოლოგიურად სუფთა, ნაქსოვი ჩანთებისა და საფულეების ბრენდია.

„გილოცავთ! სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეთა კომპანია „Bagic“ ფინალშია!

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გუნდი მონაწილეობას იღებს Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს კონკურსში - „საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“.

კომპანიის დამფუძნებლები არიან X კლასის მოსწავლეები: ანა გიგუაშვილი, ილონა წიკლაური, ანა შვანგირაძე, ხატია კუპრავა, ანა ბაშალეიშვილი და ბიზნესგანათლების მასწავლებელი - ნანა კუპრეიშვილი.

Bagic არის ეკოლოგიურად სუფთა, ნაქსოვი ჩანთებისა და საფულეების ბრენდი, რომლის მთავარი მიზანიცაა ჩაანაცვლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოყენებადი პოლიეთილენისა და სხვადასხვა არაეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული ჩანთები.

Junior Achievement Georgia მოსწავლეთა კომპანიების კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ბიზნესიდეიისა და პროდუქტის მქონე მოსწავლეთა კომპანიებს შანსი ეძლევათ თავიანთი ნაწარმი მსოფლიოს გააცნონ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203