
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებს მათი დღე საზეიმოდ, ბუშტებითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს.
სკოლა ყველა ბავშვს ულოცავს ამ დღეს.
„ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლა ულოცავს ყველას ბავშვთა დაცვის დღეს. საქართველოს უსურვებს ბავშვთა სიმრავლეს. ჩვენი სკოლის პატარებს კი ასე მივულოცეთ 1 ივნისი“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.