ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლემ ესეების კონკურსში გაიმარჯვა
01-06-2021

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ახლახან, მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, კესო ჩხიკვაძემ ესეების კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა და მისი წარმატების შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავად გიმნაზია გვაწვდის:

„ჩვენი გიმნაზიის XI კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, კესო ჩხიკვაძეს გულითადად ვულოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას, უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ესეების კონკურსში, რომლის თემაც გახლდათ: „რას ნიშნავს ჩემთვის დამოუკიდებლობა?!“ - კესომ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და უნივერსიტეტ „ალტერბრიჯისგან“ გადაეცემა მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წიგნების ნაკრები, ასევე „ალტერბრიჯის“ ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები და ტრენინგ-ცენტრის 200-ლარიანი ვაუჩერი“.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული მოსწავლის კლასის დამრიგებელი დეკანოზი პავლე ცერცვაძე გახლავთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203