ოკამის N1 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
01-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

პირველკლასელებმა ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება წარმოადგინეს. 

„ერთ-ერთი ლამაზი დღე 27 მაისი, როდესაც სკოლამ გულთბილად გააცილა პირველკლასელები. ზეიმი რომელიც სიხარულით ავსებს პირველკლასელების გულებს, უამრავი თბილი სიტყვები, მილოცვები, სურვილები ეს იყო ანბანის ზეიმი დედაენის ზეიმი ცოდნის ზეიმი. პირველკლასელების წარმატებული ნაბიჯი ცოდნის სამყაროში. წარმატებები უსურვეს მათ: მშობლებმა, მასწავლებლებმა, უფროსმა მეგობრებმა. მათი შემყურე გულები სითბოთი გვევსება“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203