„ჩემი სკოლა, ჩემი კოლეჯი“ - მატნის N1 სკოლის მოსწავლეებმა ფრანგული ენის გაკვეთილზე საინტერესო პროექტი წარადგინეს
01-06-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის VII კლასში ფრანგული ენის გაკვეთილზე მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი სკოლა, ჩემი კოლეჯი“ წარადგინეს. 

მოსწავლეთა ფრანგული ენის მასწავლებელი მაკა მალავნიშვილი გახლავთ. 

„პროექტის მიზნიდან გამომდინარე მათ მოიძიეს ინფორმაციები და გაეცნენ ფრანგული კოლეჯის მოსწავლეებისა და კოლეჯის თანამშრომლების საგანმანათლებლო ცხოვრებას, მათ ფუნქცია-მოვალეობებს, შეადარეს ის ქართულ ანალოგებს, შეადგინეს კითხვარები, ჩაწერეს ინტერვიუები და შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203