„ყოველი თქვენი ახალი ნაბიჯი ყოფილიყოს საწინდარი წარმატებული და ბედნიერი მომავლისა“-ფარცხანაყანევის N1 სკოლიდან კურსდამთავრებულები გააცილეს
01-06-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექცია მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ჩვენო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო და ძვირფასო მშობლებო, დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. სულ პატარებმა შემოაბიჯეთ ცოდნის ტაძარში და ახლა დაფრთიანებულები გვემშვიდობებით... გილოცავთ... ყოველი თქვენი ახალი ნაბიჯი, ოცნება და ნატვრა ყოფილიყოს საწინდარი თქვენი წარმატებული და ბედნიერი მომავლისა...“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203