სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში უცხო ენების კლუბი - „დესპანები“ ჩამოყალიბდა
01-06-2021

27 აპრილს, სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში, დირექტორის ნანა მანჯგალაძის ინიციატივითა და უცხო ენების კათედრის მასწავლებელთა მხარდაჭერით, უცხო ენების კლუბი - „დესპანები“ გაიხსნა. 

კლუბი იმუშავებს ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენების მიმართულებით.

უცხო ენების კლუბ „დესპანების“ ფარგლებში ჩატარდა პირველი აქტივობა - მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენცია.

„დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ქ-ნ ნანა მანჯგალაძეს, უცხო ენების კათედრის ყველა მასწავლებელს და შესანიშნავ მოსწავლეებს, რომლებმაც საინტერესოდ წარმოადგინეს საკონფერენციო თემები... კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები ჟიურის მიერ დაჯილდოვდნენ სამახსოვრო დიპლომებით... ვუსურვებთ წარმატებებს ახლდაარსებულ კლუბს....გვჯერა, უცხო ენების კლუბი „დესპანები“ თავის წვლილს შეიტანს ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის განვითარების ისტორიაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203