უდის N2 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
01-06-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლაში სწავლა XII კლასელებმა 20 მაისს დაასრულეს. კლასში სულ 9 მოსწავლე იყო. ამათგან ორმა მოსწავლემ - მარიამ ბალახაშვილმა და ინა მერაბიშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა, ხოლო ერთმა - მარიამ მერაბიშვილმა ვერცხლის მედალზე.
 
„პანდემიიდან გამომდინარე მოსწავლეები შემოიფარგლნენ პატარა ღონისძიებით, რომელიც სკოლაში ჩატარდა, „ბოლო ზარს“ ესწრებოდა მხოლოდ სკოლის პერსონალი: დირექცია, მასწავლებლები დ მოსწავლეები.

მოსწავლეები დაემშვიდობნენ სკოლას, მასწავლებლებს, გადაიღეს სურათები და დარეკეს „ბოლო ზარი“.
უდის N2 საჯარო სკოლა წარმატებასა და ნათელ მომავალს უსურვებს მათ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203