დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
01-06-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ეროვნულ დღესასწაულს სკოლის ისტორია -სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თინა ასათიანმა მე-7კლასში საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203