მოხის საჯარო სკოლას რესურსცენტრის ხელმძღვანელობა ესტუმრა
21-12-2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივის ფარგლებში - „მოვუსმინოთ ბავშვებს“ მოხის საჯარო სკოლას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობა ესტუმრა. მათ მოსწავლეებთან სხვადასხვა პრობლემური საკითხი განიხილეს. ბულინგი, მანდატურის ინსტიტუტი, კომპიუტერული თამაშები, ფსიქოლოგების არსებობა სკოლებში, სწორედ ამ თემებზე გაიმართა დიალოგი რესურსცენტრის ხელმძღვანელობასა და სკოლის მოსწავლეებს შორის. შეხვედრაზე პრობლემების მიზეზების გამოვლენასთან ერთად, მათი მოგვარების გზებიც დასახეს. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს