„თქვენი სკოლა გელოდებათ უკვე ll კლასში“ - სენაკის N7 სკოლის დირექციამ პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა
01-06-2021

სენაკის N7 საჯარო სკოლის l კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და არდადეგების დაწყება მიულოცა. 

„სენაკის N7 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას.

ეთხოვებიან პირველად შეძენილ მეგობარ წიგნებს, უკვე მეგობრებად ქცეულ კლასელებსა და მასწავლებლებს. წარმატებული ყოფილიყოს მომდევნო წლები. თქვენი სკოლა გელოდებათ უკვე ll კლასში“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203