ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არაერთი საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს
01-06-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

მთელი კვირის განმავლობაში ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაერთი საინტერესო აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.

„სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა ვიდეორგოლები, ვიდეოკოლაჟები, თვალებციმციმა გოგო-ბიჭები ლექსებით ამბობდნენ სათქმელს... გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი შესანიშნავი პერფორმანსით აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე. ასევე მოეწყო ნახატების გამოფენა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203