ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ
01-06-2021

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ. 

საქველმოქმედო აქციას - „გაუფერადე სამყარო“ არასამეწარმეო იურიდიული პირი „გვირილა“ ახორციელებს. 

„აქციას - „გაუფერადე სამყარო“, რომელსაც ჩვენი მოსწავლეებიც შეუერთდნენ (მე-6 კლასი, დამრიგებელი მედეა დარსაველიძე, მე-7 კლასი, დამრიგებელი ანა წურწუმია, მე-9 კლასი, დამრიგებელი ნინო ჩხეტია) და შეაგროვეს საჩუქრები მათთვის, ვისაც დახმარება განსაკუთრებით სჭირდება. მადლობა მათ და მათ მშობლებს ამისათვის. სიკეთე გადამდებია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

(ფოტოზე ასახულია მე-6 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან ერთად)

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203