ზედა განთიადის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
01-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. 

26 მაის, დიდი ხალისით და სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა  და მასწავლებლებმა - მაია ცხდაძემ, ნესტან ბაკურიძემ და ნინო ბეჟანიძემ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული ყველა მოსწავლემ თავისებურად გაითავისა. ვინ ლექსი, ვინ პლაკატი, ვინ სიმღერა. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ძმებმა - დათა და გეგა წუწუნწვებმა თავისი განწყობილება საქართველოს დროშის ფერებში ჩაცმული მაისურებით გამოხატეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203