„ალექსანდრე ქუჩულორია ნიჭიერო და უჭკვიანესო ადამიანო, გილოცავ გამარჯვებას!“-წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლის წარმატება შემოქმედებით კონფერენციაზე
31-05-2021
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლით, რომელსაც „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ ორგანიზენულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა.
მე-7 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ქუჩულორია 74 -ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (ინფორმატიკა, რობოტიკა) სექციის გამარჯვებული და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
„ალექსანდრე ქუჩულორია ნიჭიერო და უჭკვიანესო ადამიანო, გილოცავ გამარჯვებას! მჯერა, წინ ძალიან დიდი მომავალი გელოდება! უფალმა გახაროს და დაგლოცოს“, - მიმართა პედაგოგმა ხათუნა ჯალაღონიამ გამარჯვებულ მოსწავლეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია