ჩხიკვთას საჯარო სკოლის აბელიანის კორპუსის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
31-05-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის, აბელიანის განყოფილების, მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნატა ბერიანი. მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შექმნეს წარწერები და ინფორმაცია მიიღეს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს