თეთრიწყაროს N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
31-05-2021

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი.

 „ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა თემის შესაბამისად სკოლის ეზოში ასფალტი მოხატეს. ხოლო მე-9 კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ძალისხმევით შექმნეს ვიდეორგოლი, რომელიც დასვენებებზე აჩვენეს სკოლის მოსწავლეებს.

ასევე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა მე-4 - მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩაატარა სპორტული ფესტივალი.ფესტივალმა ხალისიანად ჩაიარა. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობაში ეჯიბრებოდნენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203