დაბლაციხის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა
31-05-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ისაუბრეს დამოუკიდებლობის არსზე და მის მნიშვნელობაზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია